Rexy
რექსი პატარა დინოზავრია, რომელსაც თამაში, სირბილი და ახალი ადგილების აღმოჩენა უყვარს. მას ძალიან ცნობილი სახელი აქვს.
რექსის ამბავი
დიდი ხნის წინ, როცა მთები ჯერ კიდევ ახალგაზრდა იყო, დედამიწაზე პირველი დინოზავრი დაიბადა. მას რექსი ერქვა.
რექსის ოჯახი სათაფლიაზე, ქუთაისთან ახლოს, ცხოვრობდა. მათი დიდებული ვილებიდან მთელი ქვეყანა ჩანდა — დიდი ზღვაც და უსასრულო ველებიც. რექსის ოჯახი მთელ სამყაროს განაგებდა.
ამიტომაა, რომ საუკუნეების შემდეგ ლათინურ ენაში მეფეს „რექსი“ ეწოდა — ყველაზე პირველი დინოზავრის პატივსაცემად.
საუკუნეები გავიდა. დღეს სათაფლიასთან ისევ დარბის და თამაშობს პატარა დინოზავრი, რომელსაც იგივე სახელი ჰქვია — რექსი.
რექსი ჰიპერაქტიურია. დარბის დღე და დარბის ღამე, უყვარს აღმოჩენები, სიახლეები. ყველაზე მეტად თავისი წინაპრების ნაკვალევის ძებნა უყვარს. სათაფლიაში დღესაც შეგიძლიათ ნახოთ უძველესი დინოზავრების ნამდვილი ნაკვალევი, რექსი კი სულ ახალს ეძებს.
როცა ახალ ნაკვალევს აღმოაჩენს, იქ საჩუქარი დახვდება — წინაპრების მიერ სპეციალურად მისთვის დატოვებული განსაკუთრებული სათამაშო. ყოველი ასეთი სათამაშო რექსს რაღაც ახალს ასწავლის და ზრდასა და განვითარებაში ეხმარება.
ასე იზრდება პატარა რექსი: თამაშობს, დარბის, ახალ ადგილებსა და ახალ ნაკვალევს ეძებს და ყოველდღე რაღაც ახალს სწავლობს.